მთლიანი ნახშირწყლები – 22 გრამი თითო პორციაზე:
ტკბილი კარტოფილი – ტკბილი კარტოფილი მრავალი ბოდიბილდერისა და სპორტსმენის დიეტის საყრდენია მისი თვისებების, გემოსა და იმის, რომ ის ითვლება დაბალ გლიკემიურ ნახშირწყლად. ტკბილი კარტოფილი წარმოშობილია ამერიკაში და შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, A, B და C ვიტამინებს.
შვრია – ეს არის ჩვეულებრივი შვრია, რომელიც მრავალი ბოდიბილდერისა და სპორტსმენის დიეტის კიდევ ერთი ამომავალი წერტილია. შვრია შეიცავს დაბალ გლიკემიურ ნახშირწყლებს, რომელიც ასევე მდიდარია მნიშვნელოვანი მინერალებითა და ბოჭკოებით. ნახშირწყლების ამ სამი წყაროს კომბინაცია ქმნის გამორჩეულ ნახშირწყლების ფხვნილს, რომელიც აყალიბებს ახალ სტანდარტს ინდუსტრიაში.
ველური იამი (yams) – ხშირად ტკბილ კარტოფილში გვერევა, თუმცა იამი და ტკბილი კარტოფილი სხვადასხვა პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბოსტნეულია, იამები არც ისე მკვრივია და არც ისეთი ტკბილი. იამი არის მინერალების საუკეთესო წყარო: კალიუმი, ფოსფორი და მაგნიუმი, ასევე ვიტამინი C.
მოცვის ფხვნილი – მოცვი მატებს Real Carbs®-ის გემოს, მაგრამ არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მკვებავი ხილი. მოცვის გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის სარგებელი დიდწილად მიეკუთვნება ანტიოქსიდანტის ტიპს, რომელიც ცნობილია როგორც ფლავონოიდები, კერძოდ, ფლავონოიდების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანთოციანინები.