შეამოწმეთ ინგრედიენტები და მოემზადეთ ვარჯიშის დროს საუკეთესო შედეგისთვის!
L-ციტრულინი – 5 გრამი
ჩვენ ვსაუბრობთ სუფთა L-Citrulline-ზე. ბევრი სხვა ფორმულა აერთიანებს ციტრულინს ვაშლის მჟავასთან. მნიშვნელოვანია ამ ძლიერი ენერგეტიკის ინგრედიენტების სრული დოზებით მიღება. ციტრულინი ღვიძლში არგინინად გარდაიქმნება. არგინინი კი ხელს შეუწყობს უფრო დიდ გამძლეობას ვარჯიშის დროს. FULL AS F*CK შეიცავს 100% სუფთა L-ციტრულინს ეფექტურ, 5 გრამიან პორციაში.
L-Taurine – 2 გრამი
ტაურინს საკმაოდ ბევრ დანამატში ნახავთ. ის თითქმის ყოველთვის არის ვარჯიშამდე მისაღებ დანამატებსა და ენერგეტიკულ სასმელებში. უპირობოდ, ტაურინი არის ერთ-ერთი აუცილებელი ამინომჟავა. ის ძირითადად გვხვდება ტვინში, გულსა და სხეულის ჩონჩხის კუნთებში. ის ამცირებს თავის ტვინში ნერვულ იმპულსებს, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას, ამცირებს სისხლის მიმოქცევას. უკეთესი სისხლის მიმოქცევა კი აუცილებელია ვარჯიშის შემდეგ კუნთის მოცულობის ზრდისთვის (ეგრეწოდებული “ფამფისთვის”). ასევე, ტაურინი ზრდის კუნთების უჯრედების მოცულობას კუნთებში წყლის შეყვანით.
GlycerSize™ (65% გლიცეროლის ფხვნილი) – 2 გრამი
ტაურინის მსგავსად, GlycerSize გლიცეროლი ზრდის კუნთების უჯრედების მოცულობას. ტაურინის მსგავსად, გლიცეროლის ფხვნილი ამას ახერხებს აკეთებს კუნთებში წყლის შეყვანით. ეს ნიშნავს კუნთების სისავსეს ან წყალზე დაფუძნებულ კუნთის მოცულობის ზრდას. ასევე, GlycerSize აუმჯობესებს დატენიანებას. ეს კი თავის მხრივ ზრდის გამძლეობას.
Nitrosigine™ – 500 მგ
ეს არის დაპატენტებული კომპლექსი, რომელიც შედგება შეკრული არგინინისა და სილიკონისგან. ამ ინგრედიენტს აქვს რამდენიმე შთამბეჭდავი სარგებელი. პირველ რიგში, ის ახანგრძლივებს კუნთის უჯრედების მოცულობას 6 საათის განმავლობაში. გარდა ამისა, ნივთიერება იწყებს მოქმედებას პირველივე პორციის მიღებიდან 30 წუთში.
ჭარხალი (ფესვი) – 500 მგ
ჭარხალი ამჟამად ძალიან პოპულარული დანამატია. კვლევებმა აჩვენა, რომ ის აუმჯობესებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას. ეს იმიტომ ხდება, რომ ჭარხალი შეიცავს ნიტრატების დიდ რაოდენობას. ასევე, ჭარხალი აუმჯობესებს ვარჯიშის ხარისხს და ამცირებს დაღლილობას.
დანშენის ექსტრაქტი – 100 მგ
ეს დანამატი ასევე ცნობილია წითელი სალბის სახელით. ეს არის ძლიერი მცენარეული ექსტრაქტი, რომელიც გამოიყენება ჩინურ მედიცინაში ათასობით წლის განმავლობაში. ასევე ნაჩვენებია, რომ დანშენი მკვეთრად ზრდის სისხლის მიმოქცევას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს უკეთეს კუნთის მოცულობას და კუნთისთვის საკვები ნივთიერებების უკეთეს მიწოდებას.
S7™ – 50 მგ
S7 არის დაპატენტებული ნაზავი, რომელიც შედგება 7 მცენარეული ინგრედიენტისგან. S7 შედგება: მწვანე ყავის მარცვლის, მწვანე ჩაის, კურკუმას, ალუბლის, მოცვის, ბროკოლისა და კომბოსტოს ექსტრაქტებისგან. S7 ეფექტურია ორგანიზმისთვის აუცილებელი აზოტის ოქსიდის წარმოებაში.
BioPerine® შავი პილპილის ექსტრაქტი – 5 მგ
BioPerine® შავი წიწაკის ექსტრაქტი აუმჯობესებს ზემოთ ჩამოთვლილი საკვები ნივთიერებების შეწოვას. გაუმჯობესებული აბსორბცია ნიშნავს უკეთეს შედეგს.