Cell-Tech-ის თითოეული კოვზი შეიცავს 5 გრამ კრეატინ მონოჰიდრატს, 38 გრამ ნახშირწყალს, 1 გრამ ბცაა-ს, 1 გრამ ტაურინსა და ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრს. სწორედ ასეთი შემადგენლობა არის გარანტია წონისა და ძალისმიერი მონაცემების ექსტრემალური ზრდისა.
Cell-Tech არის კრეატინის მოწინავე ფორმულა, რომელში შემავალი ძირითადი ინგრედიენტები, ხელს უწყობს ეფექტურ კუნთოვანი მასის მშენებლობას და დადასტურებულია 30-ზე მეტი მეცნიერული კვლევითი. იგი შეიცავს სუფთა HPLC სერტიფიცირებულ კრეატინსა და რამდენიმე სახეობის კომპლექსურ ნახშირწყალს.
დღეში 2 პორცია პროდუქტი გვაწვდის 10 გრამ ულტრა სუფთა კრეატინ მონოჰიდრატს და 76 გრამ კომპექსურ ნახშირწყალს, რაც ინტენსიური ვარჯიშის პირობებში ამცირებს აღდგენისთვის საჭირო დროს და აძლიერებს ძალას. გარდა ამისა, იგი შეიცავს ალფა ლიპოლის მჟავას (ALA), რაც აუმჯობესებს კრეატინისა და გლუკოზის შეწოვას.
უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს კრეატინის პირდაპირ კუნთში მიწოდებას და გლიკოგენის მარაგების სწრაფად შევსებას. გარდა ამისა, ეს ფორმულა უზრუნველყოფს BCAA– ს ზუსტ 2: 1: 1 თანაფარდობას, ამასთან ერთად შეიცავს ტაურინსა და ალანინს – ყველაზე მნიშვნელოვან ამინომჟავებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კუნთოვანი უკრედების მოცულობის ზრდას.